• en
  • ე.ა. საზიარო სივრცე


    პავლე ინგოროყვას 10/2;

    0108, თბილისი, საქართველო

    შესასვლელი ჩაიკოვსკის ქუჩიდან


    +995 577 444 887


    hi@easharedspace.ge

    დროებით დახურულია
    საგანგებო მდგომარეობის გამო

    __ჩვენს შესახებ

    ე.ა. საზიარო სივრცე კურატორული პროექტია. ის თანმედროვე ხელოვნების გამოფენების, ფილმის ჩვენებების, კითხვის, კოლექტიურ თარგმანის, შეხვედრების ადგილია. 

    ე.ა.ს.ს. სახელი ითხოვა საბჭოთა კავშირში გავრცელებული კომუნალური ცხოვრების ტრადიციისგან, რომელსაც რუსულად და ქართულ ჟარგონში "კომუნალკა" ერქვა. ეს ბინა, სადაც პროექტი ხორციელდება, სწორედ ასეთი ტიპის საცხოვრებელი იყო 1999 წლამდე. თუმცა, ამ ტიპის თანაცხოვრების სხვა ტრადიციებისგანაც იღებს სათავეს, როგორიცაა დასავლეთ ევროპის სტუდენტების თანა-ცხოვრების მაგალითი, სადაც ერთმანეთისათვის უცხო ადამიანები იკრიბებიან და მათთვის ყველაზე ინტიმურ სივრცეს იყოფენ. ე.ა.ს.ს. სივრცის, ცოდნის, გამოცდილების გაზიარებისთვის შეიქმნა.

    ე.ა.ს.ს. პროგრამა შედგება სივრცის ადგილ-მდებარეობიდან გამომდინარე, მისი კონტექსტისათვის მორგებული პროექტებისაგან. ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანების, კურატორების, მწერლების და სხვა კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაპატიჟებით, იქმნება პლატფორმა მსჯელობოსათვის.

    ამ მომენტისთვის, ე.ა.ს.ს. ბიბლიოთეკა მხოლოდ ერთი კურირებული გაზეთების კიოსკიგან შედგება, თუმცა სამომავლოდ იგეგმება სამკითხველო ოთახი, სადაც დროებითი ბიბლიოთეკა თემატურად შეიცვლება და განახლდება. ბიბლიოთეკა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომობას, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ინტერნეტ გვერდზე.

    იმისთვის, რომ პროექტმა საკუთარი თავი შეინახოს, ის ფუნქციონირებს როგორც გალერეა.