• en
  • __გამოფენები

    18 მაისი - 30 მაისი 2019

    უსაფრთხო სიტყვები

    "უსაფრთხო სიტყვები"

    ქრისტინ ბრაში

    ფენი გორინგი

     

    ე.ა.საზიარო სივრცე მოხარულია წარმოგიდგინოთ საინაუგურაციო გამოფენა "უსაფრთხო სიტყვები", რომელიც ორი ხელოვანის გამოფენისათვის სპეციალურად შექმნილ ამაწლის ნამუშევრებს აერთიანებს.
    გამოფენის სათაური, ხელოვანისა და პოეტის, ქრისტინ ბრაშის ამავე სათაურის მქონე ლექსიდან მოდის. ხელოვანთათვის დამახასიათებელია ენის გამოყენება, როგორც მათი ძირითადი მედიუმი. ასევე, პოეზია, არის ორივე ხელოვანისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც ხშირად მათ ვიზუალურ ხელოვნებას გასდევს ლაიტმოტივად. გამოფენა ყურადღებას აქცევს პოეზიის ავტო-ფიქტიურ და დღიურისეულ ენას, რომელიც პირად გამოცდილებაზეა დამყარებული. ორივე ხელოვანი, პირადს, საჯაროდ აქცევს და ამით მნიშვნელოვან განცხადს აკეთებს, უსმევს რა ხაზს ფემინისტურ დებულებას, რომ "პირადი-პოლიტიკურია". პოეზიის ეფემერული ხასიათი გასდევს თან გამოფენას.

     

    ქრისტინ ბრაში (დაბ. 1984 მაიამი, ა.შ.შ.) არის პუერტო რიკელი და კუბელი ხელოვანი. თავის პრაქტიკაში, ის ხშირად იყენებს საკუთარ იდენტობას, როგორც თემას.
    მისი სადებიუტო პოეზიის კრებული 2018 წ. გამოიცა, გამომცემლობა Codette მიერ. მისი შემოქმედების შესახებ დაუწერიათ ჟურნალებში: The New Yorker, Cultured Magazine, The Editorial Magazine და სხვ.

    ფენი გორინგი (დაბ. 1962, ნიუ ქროსი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) არის ხელოვანი და პოეტი, რომელიც ცხვორვობს და მუშაობს ლონდონში, დიდი ბრიტანეთი. მათი შემოქმედება ნაჩვენები ყოფლა მრავალ გალერეასა და ინსტიტუციაში, როგორიცაა: Drawing Room, ლონდონი, ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი და სხვ. 
    მის შესახებ დაუწერიათ ჟურნალებს: Frieze Magazine, I-D, Rhizome, ArtLyst და სხვ. ხელოვანს წარადგენს გალერეა Arcadia Missa, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

     

    გამოფენისათვის ქრისტინ ბრაში პოეზია ინგლისურიდან ქართულად თარგმნა ანა კამლაძემ.

    გამოფენას თან ახლავს მონაწილე ხელოვანების მიერ პოეზიის კითხვა ინტერნეტის საშუალებით და კურატორი ლიკა თარხან-მოურავის საუბარი თემაზე "პოეზია და კურატორული სივრცე".

     

    მონაწილეები

    ქრისტინ ბრაში
    ფენი გორინგი
    სამუშაო საათები
    12:00 - 20:00